სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1200 მ
სიმაღლეზე მდებარეობს ნიჯგორი, რომელიც უძველესი მარნების სოფელია.
როგორც ამბობენ, საქართველოში მისი ანალოგი არ არსებობს.
მარნები 1600-1700 წლებშია აშენებული და აქ ადგილობრივი მოსახლეობა
წურავდა ღვინოს, ხდიდა არაყს, ამზადებდა ნუგბარს. ახლა აქ აღარც
სამზადისია და აღარც ხალხი. სოფელი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა,
მარნები კი მიტოვებულია და დაზიანებული.
უძველეს მარნებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს.
ადგილობრივების სურვილი კი ამ სტატუსის მინიჭება და მარნების
აღდგენაა. რეაბილიტაციის შემთხვევაში ისინი ამ სოფელში ტურისტულ
პოტენციალსაც ხედავენ და სახელმწიფოს დაინტერესებისკენ მოუწოდებენ,
ამბობენ, რომ 3-4 წლის წინ აღნიშნული ტერიტორია სპეციალისტებმაც
შეისწავლეს. დათვლილია 300-მდე მარანი. სურდათ, რომ ძველებური სახე
შეენარჩუნებინათ და მარნები ისე აღედგინა, თუმცა მას შემდეგ არც
არავინ გამოჩენილა და მარნების აღდგენის პროექტზე აღარავის
უსაუბრია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ
მომდევნო წლებში, სოფელ ნიჯგორში არსებული უძველესი მარნების აღდგენა
მათ გეგმებში არ შედის. ისინი განიხილავენ მესაკუთრეების იმ
პროექტებს, რომლებსაც საკუთარი მარნების აღდგენა სურთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.