რა პრობლემები აქვთ ბორჯომის მაღალმთიან ზონაში მცხოვრებლებს?
14:27 / 16.07.2019
ბორჯომის მაღალმთიანი ზონა, რომელშიც შემავალი 4 სოფელია: ტაბაწყური,
ბალანთა, მოლითი და ჭიხარულა, ქალაქიდან 70 კმ-ის დაშორებით
მდებარეობს.
აქ ძირითადად სომხური თემი ცხოვრობს, მთლიანობაში 300 კომლზე მეტი.
მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მაღალმთიან ზონაში
მაცხოვრებლები დაახლოებით 7 თვის განმავლობაში გარესამყაროს წყდებიან,
რადგან აქ დამაკავშირებელი გზა იკეტება და მოსახლეობა საკუთარ
პრობლემებთან ერთად, საკუთარ თემში რჩება. პრობლემები ბევრი აქვთ,
თუმცა კამერებთან ღიად სასაუბროდ კაცები უფრო მოდიან, ვიდრე ქალები.
ცოლები ძირითადად, სახლში საოჯახო საქმეებით არიან დაკავებული.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ გზის რეაბილიტაცია
აქამდეც ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. მომავალ
წელს კი კვლავ აპირებენ ტენდერის გამოცხადებას, გზების
რეაბილიტაციისთვის მილიონ 250 000 ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება
სასმელ წყალს, მერის მოადგილის ბუბა ბერიძის თქმით, მოლითში
დაგეგმილია მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია და სრულიად ახალი მილებით
მოხდება ძველის ჩანაცვლება, ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა და
ადგილობრივებს მოუგვარდებათ წყლის პრობლემა.
რაც შეეხება ამბულატორიას, შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და
მიმდინარე წლს იგეგმება მისი სრული რეაბილიტაცია და ინვენტარით
აღჭურვა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სწორედ ამის
შემდეგ იქნება შესაძლებელი რომ ამბულატორიამ სრულყოფილად იმუშაოს და
მოემსახუროს პაციენტებს.თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მისი სრულად
რეაბილიტაცია და აღჭურვა იგეგმება. ბავშვების გასართობებთან
დაკავშირებით კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, აცხადებენ რომ
ტაბაწყურში მცხოვრებ ბავშვებს მალე ახალი სპორტული მოედანი ექნებათ.
ასევე მოეწყობა „ტრენაჟორები“. მერის მოადგილის, ბუბა ბერიძის
განმარტებით, ბალანთასა და ჭიხარულაში წელს სხვა პროექტების
განხორციელება მიმდინარეობს, ბავშვებისთვის ატრაქციონების და სხვა
გასართობი ადგილების მოწყობას კი მომავალი წლიდან
გაითვალისწინებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.