მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
სამყარო ხვალ
სამყარო უსაზღვროდ დიდია, იმდენად დიდი, რომ წარმოდგენა შეუძლებელია. ყველაფერი, რაც კი ჩვენს ირგვლივ არსებობს, სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ნივთიერება, სივრცე, ენერგია და დრო. აგრეთვე კაშკაშა მზე, მთვარე, ვარსკვლავები და თვით ეს ჩვენი პატარა და ლამაზი პლანეტა დედამიწა, რომელზეც ცხოვრობდნენ და ვცხოვრობთ უხსოვარი დროიდან.

ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ორი თვალსაზრისი: მეცნიერული და ბიბლიური. ბიბლიურია ადამი და ევას ამბავი, ხოლო მეცნიერული აფეთქების შედეგად წარმოქმნილი, ერთუჯრედიანების, ეუკარიოტების განვითარების შესახებ. დროთა განმავლობაში ადამიანი უფრო დაიხვეწა გონებრივად თუ ფიზიკურად. მათ დაიწყეს სხვადასხვა ნივთების გამოგონება, შენობების აშენება და მრავალი სხვა რამის გაკეთება. მაგალითად: რობოტების, ტელეფონის, კომპიუტერის, მანქანის, თვითმფრინავის, რაკეტის და სხვა ბევრი რამის შექმნა. მაგრამ ჩვენმა განვითარებამ შეიძლება დედამიწას მოუტანოს პრობლემები. არა მარტო განვითარებამ, არამედ მოსახლეობის მატებამ და ჩვენმა წინდაუხედაობამ. ამაში იგულისხმება, ის რომ ადამიანმა დაიპყრო კოსმოსი გავიდა ორბიტაზე, ფეხი შედგა მთვარეზე, დაიპყრო მრავალი მიუწვდომელი მწვერვალი. ივარაუდეს რომ არსებობს დედამიწისნაირი პლანეტები, სადაც სიცოცხლე არსებობს. მაგრამ ბუნება მაინც მბრძანებელია, სამყაროში ხდება ისეთი კატაკლიზმები როგორებიცაა: წყალდიდობა, ვულკანური ამოფრქვევა, რადიაციული აფეთქებები, მიწისძვრები და სხვა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწა კიდევ მრავალი მილიარდი წელი იარსებებს, მაგრამ ამის მიუხედავად ადამიანმა ხელი უნდა შეუწყოს ბუნებას. არ დააზიანოს, არ დააბინძუროს, ტყე არ გაანადგუროს.

როდესაც ადამიანი გადის კოსმოსში, ირღვევა დედამიწის გარსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უამრავი პრობლემა.

დედამიწაზე არსებობს მრავალი ქიმიური ფაბრიკა-ქარხანა და ატომური სადგური, რომლებიც აბინძურებენ დედამიწას. დედამიწის დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი დაავადების განვითარება და ადამიანების კატასტროფული დაღუპვა. ეს ყველაფერი რომ არ მოხდეს, თითოეული ჩვენთაგანი უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას. მეცნიერები იბრძვიან, რომ გადაარჩინონ კაცობრიობა და ჩვენ თუ არ შევეშველებით ჩვენი შესაძლებლობებით, სამყარო განადგურდება. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ რომ სამყარო კვლავ იარსებებს. მე მჯერა ამის.


მარიამ ტაბატაძე. 14 წლის

New მედია კლუბის წევრი


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.