მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ჯანსაღი ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის
მშობელსა და შვილს შორის კავშირი, უფრო სწორად კი ჯანსაღი კავშირი, ქმნის სწორ ურთიერთობას, ურთიერთობას რომელიც იქნება უამრავი პრობლემის გადაჭრის გზა,ურთიერთობას, რომელიც აგვარიდებს მოზარდთა ჩაგვრას, დაპირისპირებას, შუღლს, რომელიც ხშირად ძალიან სერიოზულ პრიბლემებს ქმნის, არამარტო კონკრეტული ადამიანის ან ოჯახის შიგნით, არამედ მთელს სახელმწიფოში.


დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში, სიტუაცია ძალზედ მძიმეა, ვფიქრობ სწორედ ოჯახში არაჯანსაღი ურთიერთობაა იმ უბედურებებისა და განხეთქილების მიზეზი, რომელიც ქვეყანაში ასე მძლავრადაა. რადგანაც ძლიერი ოჯახებია საჭირო, ძლიერი სახელმწიფოსთვის. სწორედ ოჯახშივე უნდა დაიწყოს პრობლემების მოგვარება და შემდგომ გაჩნდება საშუალება პრობლემები მოგვარდეს სახელმწიფოშიც. პრობლემები კი ოჯახში ასეთია: მოზარდის ჩხუბი მის თანატოლთან, მოზარდის ზრდის თანმხლები სექსუალური პრობლემები, პრობლემები მასწავლებლებთან, აგრეთვე მშობლებთან და სხვა მომრავლებული პრობლემები რომელთა ნუსხაც ძალიან გრძელია. შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითი პირადი გამოცდილებიდან: ძალიან ხშირად ცხოვრებაში შემხვედრია დაბრკოლებები, რომლებთანაც გამკლავება ყოველთვის მარტო მიწევდა, აზრადაც კი არასდროს არ მომსვლია რომ მშობლისთვის გამეზიარებინა, რადგანაც მათივე საუბრიდან გამომდინარე შესანიშნავად ვხვდებოდი, რომ ისინი ჩემს დახმარებას ვერ შეძლებდნენ, ან უარეს შედეგებამდე მიმიყვანდნენ. მოგვიანებით, როდესაც უკვე გავიაზრე ყოველივე ეს, გადავწყვიტე მეცადა და დამეწყო საუბარი მშობლებთან, თუნდაც კონფლიქტებზე სკოლაში, თუმცა მალევე მივხვდი, რომ შევცდი მათი რჩევები ყოვლად წარმოუდგენელი იყო.  ყველაფერი დაახლოებით ასე ჟღერდა:ერთს დაგარტყამენ ორი დაარტყი, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო.


ახლა კი გავეცნოთ პრობლემების ვერ მოგვარების მიზეზებს,ძირითად მიზეზებს:

მოზარდებს ყოველთვის ეშინიათ საკუთარი პრობლემები(რომელიც საკმაოდ ბევრია)მშობელს გაუზიარონ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ძალიან მძიმედ, ყვირილით, ტირილითა და ცემით დასრულდება.

მოზარდები ფიქრობენ, რომ მშობლები მათ ვერ გაუგებენ და მათთვის პრობლემის გაზიარება უშედეგოდ დასრულდება.

ქვეყანაში არსებული, ასე მომძლავრებული მენტალობის გამო, მშობლებისათვის პრობლემის გაზიარება დაბეზღებად და ჩაშვებად ითვლება, რაც არსებულ პრობლემას,მშობლის ხშირ შემთხვევაში არასწორი ქმედების გამო,უფრო მეტად გაამწვავებს.

ბავშვები უბრალოდ ვერ იაზრებენ, რომ ის რაც მათ თავს ხდება პრობლემაა და ეგუებიან სიტუაციას, რაც ხშირად მათაც აქცევს პრობლემად, ანუ თავად ხდებიან პრობლემა სხვისთვის.


ბავშვები არ ენდობიან მშობლებს და ფიქრობენ, რომ მათი პრობლემა ,,გავრცელდება" და სხვებიც შეიტყობენ მის შესახებ.

როგორც ნახეთ, სია საკმაოდ გრძელია და კიდევ ძალიან დიდ ხანს შემიძლია გავაგრძელო. ამ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია, როგორც ჰიპოკრატე ამბობდა მიზეზს უნდა ვუმკურნალოთ, ამიტომაც პრევენცია ღრმა ბავშვობიდან უნდა დაიწყოს: ვინაიდან ბავშვს ზრდის მშობელი მეტი წილი, სწორედ მშობელსა და მის გაზრდაზე მოდის, ეცადეთ თქვენს შვილებს ბავშვობიდანვე შეაჩვიოთ, რომ მათთან საუბარი გაკიცხვით არ დასრულდება, ელაპარაკეთ ბევრი, გაატარეთ ბევრი დრო მასთან, ისაუბრეთ არა მარტო ბავშვის, არამედ საკუთარ პრობლემებზეც, ამით ბავშვს თქვენდამი ნდობას გაუჩენთ. გამოყავით დღეში მინიმუმ ერთი საათი თქვენს შვილთან სასაუბროდ, დასხედით და განიხილეთ პრობლემები თვენს ირგვლივ, ისაუბრეთ ყველაფერზე და არ მოერიდოთ არც ერთ თემას,  რადგან გახსნილობა ამ დროს უმნიშველოვანესია. ეს ყველაფერი არ არის რთული, მთავარია მონდომება და შრომა, თავადაც არ მოგერიდოთ კონსულტაციები სპეციალისტებთან, ამით თქვენც ისწავლით და თქვენს შვილსაც ასწავლით. ამ საუბრებით თქვენს შვილს არამარტო პრობლემების მოგვარებაში დაემარებით, არამედ განუვითარებთ აზროვნებას, ამავდროულად გაზრდით ისეთ მშობლად, მომავალში როგორიც უნდა იყოს ღირსეული, გაწონასწორებული და საკუთარ შვილზე შეყვარებული მშობელი.



ავტორი: გუკა ხუჯაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.