კლიმატ ამბები
როგორ შუქდება მედიაში კლიმატის ცვლილების საკითხები
კლიმატის ცვლილება უარყოფითად ზემოქმედებს ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის სიცოცხლეზე. ექსტრემალური კლიმატური პირობები, და მზარდი ცვლილებები, როგორიცაა უფრო მაღალი საშუალო ტემპერატურა, ზღვის დონის მატება და ყინულის დნობა (მათ შორის პოლარული),, მძიმე შედეგებს იწვევენ. ზიანის ნაწილი შეუქცევადია, როგორც ბუნებრივი, ისე სოციალური სისტემებისთვის.1 კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) უახლესი ანგარიში ხაზს უსვამს კავშირს კლიმატის ცვლილებასა და კლიმატურ საფრთხეებს შორის. სამეცნიერო ცოდნა დღეს უკვე ცალსახად მიუთითებს, რომ ადამიანის ქმედება - პირველ რიგში სათბური გაზების გაფრქვევა - დედამიწის კლიმატს ცვლის, რაც ზრდის იმ ბუნებრივი საფრთხეებს რისკს, რომლებიც ეკონომიკას, ეკოსისტემას და საზოგადოებებს ემუქრება.



რისი გაშუქება შეუძლია მედიას?


მედიას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია საზოგადოების ინფორმირებაში ბუნებრივ საფრთხეებთან დაკავშირებულ რისკებსა და მათთან გამკლავების საშუალებებზე, როგორც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის მხრიდან. კარგ ჟურნალისტიკას შეუძლია საზოგადოებას მიაწოდოს საკვანძო ინფორმაცია იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რაც რაც კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას და მედეგობის გაძლიერებას სჭირდება, ისევე როგორც ინფორმაცია ნახშირბადის ემისიების შემცირების გზებზე. „ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენების გასაგებად კლიმატის ცვლილება კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტექსტია. ეს არა აქტივიზმის, არამედ სიზუსტის საკითხია,“5 აცხადებს „კლიმატის გაშუქება ახლა“ (CCNow) - 400-მდე საინფორმაციო საშუალების გლობალური კოლაბორაცია.





რა აკლია ბუნებრივი საფრთხეების გაშუქებას საქართველოში?




კლიმატის ცვლილების კონტექსტი

მედიას შეიძლება გაუჭირდეს იმის თქმა, რომ ბუნებრივი საფრთხეები კლიმატის ცვლილების პირდაპირი შედეგია. თუმცა იმის განხილვით, თუ რას გვეუბნებიან მეცნიერები ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატის ცვლილების შედეგად გაზრდილ ალბათობაზე, შესაძლებელია ცალკეული მოვლენების კონტექსტის გაშუქება; გარკვეულ შემთხვევებში მეცნიერებას შეუძლია იმის დადასტურება, რომ კლიმატის ცვლილებამ ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენის ალბათობა, ან მისი სიმწვავე გაზარდა. ჟურნალისტებს შეუძლიათ ეს ინფორმაცია გამოიყენონ და ცალკეული მოვლენები კლიმატის ცვლილების უფრო ფართო სურათს დაუკავშირონ.



ბუნებრივი საფრთხეების სოციალური განზომილება

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ბუნებრივი საფრთხის ზემოქმედება ყველაზე მწვავედ ხშირად ადგილობრივ დონეზე იგრძნობა. ჟურნალისტებმა უნდა შეისწავლონ კავშირი ბუნებრივ მოვლენებსა და ისეთ სოციალურ საკითხებს შორის, როგორიცაა სიღარიბე, უთანასწორობა და დისკრიმინაცია, რომელიც ჯგუფებს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის.




ამბებთან მიბრუნება

ბუნებრივ კატასტროფებს ხშირად ინტენსიური მედია გაშუქება მოჰყვება, თუმცა დროსთან ერთად ეს ამბები საზოგადოების ყურადღებას კარგავს. ამბებთან მიბრუნებას შეუძლია დაზარალებული ჯგუფების საჭიროებებს ყურადღება შეუნარჩუნოს, უზრუნველყოს მათი ინტერესების გაშუქება, რათა მათ რესურსების და მხარდაჭერის მიღება შეძლონ. ამასთან, ამბებთან მიბრუნებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს უფრო სიღრმისეულ გაშუქებას და მოვლენების სოციალურ-პოლიტიკურ და ეკოლოგიურ კონტექსტთან დაკავშირებას. ზოგჯერ მეცნიერები აქვეყნებენ ახალ კვლევას გლობალური და რეგიონული ცვლილებების შესახებ, რაც იმასაც ხსნის, თუ როგორ იცვლება მდგომარეობა საქართველოში. ასეთი შემთხვევები შესაძლებლობაა თანადროულად გაშუქდეს როგორც გლობალური ტენდენციები, ისე საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ეროვნული გამოცდილება გლობალურ ტენდენციებს დაუკავშირდეს.




ბუნებრივი საფრთხეების გამომწვევი მიზეზების კვლევა

მათ შორის ისეთი ფაქტორების, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მიწათსარგებლობა და განვითარების ტრენდები. ასეთ მიდგომას შეუძლია შექმნას გამოწვევების უფრო სრული სურათი და აუდიტორიას უბიძგოს იმოქმედონ საფრთხეების მიზეზების საპასუხოდ.



ამავე თემაზე გაეცანით რუბრიკას #კლიმატამბები
Print E-mail
FaceBook Twitter
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.