ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "მერმისმა" ბორჯომში საანგარიშო კონცერტი გამართა
02 / ივლისი 2019
ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "მერმისმა" ბორჯომში საანგარიშო კონცერტი გამართა
ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "მერმისმა" ბორჯომში საანგარიშო კონცერტი გამართა.ანსამბლი მაყურების წინაშე 17 საკონცერტო ნომრით წარსდგა.კონცერტმა გააერთიანა მთელი წლის მანძილზე ანსამბლის მიერ გაწეული შრომა და მოიცვა ყველა ის ცეკვა,რომელიც ბოლო 1 წელია დაიდგა.საკონცერტო პროგრამამ მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.
პროექტის „მოხალისე მეხანძრეები - რეაგირება და კრიზისების მართვა“ მეორე ფაზა დაიწყო
02 / ივლისი 2019
პროექტის „მოხალისე მეხანძრეები - რეაგირება და კრიზისების მართვა“ მეორე ფაზა დაიწყო
სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ‘’ნაკრესის“ და ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის" პროექტის, სახელწოდებით „მოხალისე მეხანძრეები -რეაგირება და კრიზისების მართვა“ მეორე ფაზა დაიწყო.პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, დაგეგმილია ტრენინგები მოხალისეებისათვის შემდეგ თემებზე: ხანძრის დროს კრიზისული სიტუაციების მართვა და ხანძრების რისკის პრევენცია.გადამზადებული მოხალისეების 5 მობილური ჯგუფი სკოლების და საბავშო ბაღების მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.პროექტის მიზანია მოხალისე მეხანძრეთა ჯგუფის გაძლიერება, ისე, რომ მათ შეძლონ ხანძრების დროს კრიზისული სიტუაციების მართვა და თემის მობილიზება.
სახალხო დამცველის აპარატმა 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო
02 / ივლისი 2019
სახალხო დამცველის აპარატმა 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო
სახალხო დამცველის აპარატმა მიმდინარე წლის 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესწავლა დაიწყო.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმას, ჩატარდა თუ არა ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ეს მოქმედებები ჩატარდა თუ არა დროულად და ხომ არ არის სახეზე გამოძიების პროცესის არაგონივრული გაჭიანურება.
"პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ყოფნა მძიმე მოვლენა იყო" - ირაკლი კობახიძე
02 / ივლისი 2019
"პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ყოფნა მძიმე მოვლენა იყო" - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ყოფნა ძალიან მძიმე მოვლენა იყო და საბოლოო პასუხისმგებლობა მაინც პარლამენტის თავმჯდომარემდე მიდის, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.კობახიძის თქმით, მან გადადგომის გადაწყვეტილება იმ დღესვე მიიღო. ჟურნალისტების კითხვაზე, 20 ივნისს ტელეეთერში გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე რატომ განაცხადა, რომ ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებდა, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მისი გადადგომის მოთხოვნაზე რეაქცია იყო. მისივე განცხადებით, ეს არ ნიშნავდა გადადგომაზე უარის თქმას.
 გაზზე მომუშავე ავტომობილები ინსპექტირების გაუვლელობის გამო დაჯარიმდებიან
01 / ივლისი 2019
გაზზე მომუშავე ავტომობილები ინსპექტირების გაუვლელობის გამო დაჯარიმდებიან
1-ლი ივლისიდან ახალი 1-10 წლის გაზზე მომუშავე ავტომობილები ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში დაჯარიმებას ექვემდებარებიან.
პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო
01 / ივლისი 2019
პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო
დღეიდან, 1-ლი ივლისიდან, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო.
აბიტურიენტები დღეს პირველ გამოცდას აბარებენ
01 / ივლისი 2019
აბიტურიენტები დღეს პირველ გამოცდას აბარებენ
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა დღეს ქართული ენასა და ლიტერატურაში ტარდება.
ბორჯომის საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
28 / ივნისი 2019
ბორჯომის საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
ბორჯომში, გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნას,რომელიც 3 თვის განმავლობაში მონიტორინგს გაუწევს ბორჯომში,ელექტრონული აუქციონის გზით,იჯარით გადაცემულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებისა და პირობების შესრულებას.
ცვლილება ბორჯომის ბიუჯეტში - რაში დაიხარჯება 141 550 ლარი
28 / ივნისი 2019
ცვლილება ბორჯომის ბიუჯეტში - რაში დაიხარჯება 141 550 ლარი
დღეს, გამართულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 9 საკითხი განიხილეს.რიგით პირველი საკითხი ბორჯომის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ეხებოდა,კერძოდ,ცვლილება განხორციელდა 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში,ბიუჯეტი გადმომავალი ნაშთის საფუძველზე, 41 550 ლარით გაიზარდა, გზების რეაბილიტაციის ხარჯები კი 100 000 ლარით შემცირდა.გაზრდილი თანხა,რომელმაც ჯამში 141 550 ლარი შეადგინა,  რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება.მათგან ერთ-ერთია ახალი ა(ა)იპისათვის სახელწოდებით „ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია“ 15 000 ლარის გამოყოფა.
"ჩვენი პირველადი ამოცანა გახლავთ, რომ ეს პროვოკაცია ამოიწუროს"- მამუკა ბახტაძე
28 / ივნისი 2019
"ჩვენი პირველადი ამოცანა გახლავთ, რომ ეს პროვოკაცია ამოიწუროს"- მამუკა ბახტაძე
პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენეთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბახტაძე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე იმ დესტრუქციულმა ძალამ უნდა აიღოს რომელმაც მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად გამოიყენა.
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.