პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 23 ივლისის სხდომაზე,
საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის საფუძველზეც სამედიცინო
საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის
შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.პროექტის მიხედვით,
რამდენიმე კანონში სპეციალური ჩანაწერი კეთდება, რომ “სამედიცინო
საქმიანობის დროს, დაუშვებელია ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის
პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების
შელახვა“.