სალომე ზურაბიშვილს დღეს ბორჯომში ელოდებიან
16 / ივნისი 2019
სალომე ზურაბიშვილს დღეს ბორჯომში ელოდებიან
სამცხე-ჯავახეთის ტურნეს ფარგლებში,დღეს,პრეზიდენტი ბორჯომს ესტუმრება.
საქართველოში იმ ქვეყნების დროშის აღმართვა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი აქვს, კანონით დარეგულირდება
14 / ივნისი 2019
საქართველოში იმ ქვეყნების დროშის აღმართვა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი აქვს, კანონით დარეგულირდება
საქართველოში იმ ქვეყნების დროშის აღმართვა-გამოფენა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება.
ახალციხის სოფელში ორი კაცი ცულით დაჭრეს
14 / ივნისი 2019
ახალციხის სოფელში ორი კაცი ცულით დაჭრეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში ორი მამაკაცი თანასოფლელმა ცულით დაჭრა.
თუშური კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება
14 / ივნისი 2019
თუშური კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება
მთავრობა თუშეთის კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს.კერძოდ, სოფელ დართლოსა და სოფელ კესელოში მდებარე ციხე კოშკების რესტავრაცია-რეაბილიტაციისა და სოფელ დართლოს ეკლესიის კონსერვაციის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
იუსტიციის საბჭო ვალდებული იქნება მოსამართლეების უვადოდ განწესებაზე დასაბუთება გამოაქვეყნოს
14 / ივნისი 2019
იუსტიციის საბჭო ვალდებული იქნება მოსამართლეების უვადოდ განწესებაზე დასაბუთება გამოაქვეყნოს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკისრება ცალსახა ვალდებულება, გამოაქვეყნოს დასაბუთება საქალაქო სასამართლოში, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ. ამას „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ე.წ. მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის ფარგლებში მომზადდა.
ოჯახის ვარაუდით 14 წლის გოგონა  „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია
13 / ივნისი 2019
ოჯახის ვარაუდით 14 წლის გოგონა „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია

თბილისში,14 წლის გოგონას მოწამვლა სავარაუდოდ, სახიფათო თამაშს „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდება. გოგონას დედის განცხადებით, მოზარდი ბოლო პერიოდში უცნაურად იქცეოდა და გარკვეული შიშები ჰქონდა.

ცემთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
13 / ივნისი 2019
ცემთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცემთან მომხდარი მკვლელობისა და ძარცვის ფაქტებზე, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 3 პირი: 1998 წელს დაბადებული ნ. მ., 2000 წელს დაბადებული შ. ა. და 2002 წელს დაბადებული კ.შ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაულები 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მესამე მოადგილედ ზურა ხაჩიძე დანიშნეს
12 / ივნისი 2019
სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მესამე მოადგილედ ზურა ხაჩიძე დანიშნეს
ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულს ორი მოადგილე ჰყავს- შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი.ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილედ ზურა ხაჩიძე დაინიშნა.სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია,რომ ზურა ხაჩიძე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში , სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურს კურირებას გაუწევს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  დაჭრილ თანამშრომლებს საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში გაწერენ
12 / ივნისი 2019
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დაჭრილ თანამშრომლებს საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში გაწერენ

რამდენიმე დღის წინ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.დაჭრილები ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში არიან მოთავსებული.მათ ოპერაცია ჩაუტარდათ და საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში გაწერენ.

ცემთან მომხდარი მკვლელობის დეტალები
12 / ივნისი 2019
ცემთან მომხდარი მკვლელობის დეტალები
ცემთან, დილის 10:00 საათზე, გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი მოკლულია,როგორც მისი მეუღლე ამბობს 59 წლის აკაკი პაპიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.მამაკაცი ბაკურიანისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე ,სწრაფი კვების ჯიხურში მუშობდა,მეუღლემ იგი ბოლოს საღამოს ნახა,დილით კი აკაკი პაპიძე გარდაცვლილი იპოვეს.
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.