ა.ო „მწვანე ბორჯომის“ პროექტი,სახელწოდებით „ქვაბისხევის ტყეზე მავნე
ზემოქმედების შემცირება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით“
დასრულდა.პროექტის შედეგები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს.პროექტი „მწვანე ბორჯომმა“
ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში განახორციელა.პროექტის ფარგლებში
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქვაბისხევში 10 ენერგოეფექტური ღუმელი
გადაეცათ,ასევე მცირე ტურისტულ ბიზნესში ჩართულ 4 ოჯახს,კერძოდ
საოჯახო სასტუმროებს,საკალმახესა და ღვინის მარანს ქსელში ჩართული
მზის ჰელიო-სისტემები დაუმონტაჟდათ.პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კომპონენტი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო,ამ კუთხით
აქტიური თანამშრომლობა დაიწყო ქვაბისხევის საჯარო სკოლასთან,სკოლის
ბაზაზე შეიქმნა ეკო-კლუბი და სკოლას ტექნიკა გადაეცა.პროექტის
ფარგლებში ქვაბისხევში ყველაზე აქტიურ ტურისტულ ლოკაციაზე სავაჭრო
სივრცე მოეწყო,სადაც ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ
საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია.