ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას "ნუ გვესვრი!" ბორჯომელი ჟურნალისტებიც შეუერთდნენ.
პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის კვლავ დაძაბული
ვითარებაა.საპროტესტო აქციაზე გამომსვლელების ინფორმაციით,
თბილისისკენ მოსახლეობა რეგიონებიდანაც დაიძრა. გამომსვლელები
პოლიციას და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდებენ ხალხის
მხარეს დადგნენ.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობას ერთი საათი მისცეს,
რომ გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური
გადადგნენ.ისინი აცხადებენ,რომ პასუხისმგებლობა იმ პირებმა უნდა
აიღონ, ვინც ქვეყანაში სერგეი გავრილოვის შემოსვლა დაუშვეს.
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება
კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები
დაუშინეს.
ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს.
ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა,
თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და
ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით - ამის შესახებ შინაგან
საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში
განუცხადა.
„ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა,
მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს
სამართლიანი, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ
მოწოდება, როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა,
თავდასხმას პოლიციაზე, რომელიც არის სახელმწიფო ინსტიტუტი და
თავდასხმას პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება
კანონის სრული სიმკაცრით“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე,ბორჯომში,ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.გზის გადაკვეთისას ქვეითად მოსიარულეებს 60-წლამდე ქალს და ორ მცირეწლოვან გოგონას მანქანა დაეჯახა.დაზარალებულები ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს,60-წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმე იყო,მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.რაც შეეხება მცირეწლოვან გოგონებს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დღეს,ბორჯომში,რუსთაველის ქუჩაზე ავარიის შედეგად დაზარალებული
60-წლამდე ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.მცირეწლოვანი გოგონების
მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება.შეგახსენებთ,რომ შემთხვევა,დაახლოებით დილის 10:00 საათზე
მოხდა.ბორჯომში,"მარადიულ ცეცხლთან" ქვეითად მოსიარულეებს
მანქანა დაეჯახა.როგორც გაირკვა დაზრალებულები ბორჯომში დასასვენებლად
იყვნენ ჩამოსულები.
ადგილზე ტელეკომპანია "ბორჯომის'' გადამღები ჯგუფი მუშაობს,დეტალებს
მოგვიანებით გაგაცნობთ.