საქართველოში შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა
მონაცემების ერთიანი ბაზა შეიქმნას. ამის შესახებ, „ლატარიების,
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში
შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე
ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან
გოგიჩაიშვილია.