ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში რ.მ.-ს საცხოვრებელ სახლში
გაჩენილ ხანძარს 54 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი 24 ნოემბერს,
დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მისულ სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი
დახვდა.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი სოფელში მარტო ცხოვრობდა.
შემთხვევის ადგილზე ადიგენის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა. შინაგან საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ–ის 187 მუხლის მესამე ნაწილით
დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც
გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა
მძიმე შედეგი, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ
წლამდე.