კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების მიზნით „გრანტების გაცემის
შესახებ კანონში“ ცვლილებები შედის. კანონპროექტი განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონის დღეს
არსებული რედაქცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ-ის) მიერ
კულტურის მიმართულებით გრანტების გამოყოფას არ ითვალისწინებს.
ცვლილება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, კანონის
მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში შედის.