ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი
ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ
გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება,
კულტურა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა
სამეცნიერო წარმომადგენლებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა. მისი
თქმით, მიუხედავად თავდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული
პრობლემებისა, საქართველოს ის ძლიერი იარაღი აქვს, რომელსაც ცოდნა,
მეცნიერება და კულტურა ჰქვია.