როდესაც ოპოზიციის დაჟინებულ მოთხოვნაზე ვსაუბრობთ, რომ ე.წ. გერმანულ
მოდელზე გადასვლა მოხდეს მაშინ, როდესაც ის არ შეესაბამება
საქართველოს კონსტიტუციას, ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული
შედეგის მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს, - ამის შესახებ
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია
ცქიტიშვილმა მედიას განუცხადა, რითაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას
შორის დიალოგის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.