მრავალი წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. დგვარში ადგილობრივები მუდმივ შიშში ცხოვრობენ. სოფელი მეწყერულ ზონაში მდებარეობს და მეწყერის გააქტიურების რისკი აქ გაზაფხულზე კიდევ უფრო მატულობს. ადგილობრივები სოფლიდან გასახლებას და უსაფრთხო ადგილზე ცხოვრებას წლებია ითხოვენ.
"ფორუმი" ამჯერად სოფელ დგვარს ესტუმრა და ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის გამგებელი შეახვედრა.როგორია ცხოვრება შიშით, როგორ მოატყუა ყველა ხელისუფლებემ დგვარელები და რა შემთხვევაში გამოუცხადებენ ისინი ბოიკოტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ამ საკითხებზე გადაცემის მსვლელობისას ისაუბრეს და კითხვებზე მუნიციპალიტეტის გამგებლის პასუხები მოისმინეს.