ილია ჭავჭავაძის ძეგლი #1 საჯარო სკოლის ეზოში, მინ. წყლის ბიუვეტი ქალაქის ცენტრში და აღდგენილი ე.წ "სამფეხა" ბორჯომის ცენტრალურ პარკში - ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ცვლილებები თოქ-შოუ „ფორუმმა“ განიხილა. დებატები პირდაპირ ეთერში ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლებსა და ძეგლის ავტორს შორის გაიმართა. გადაცემაში გამოჩნდა ბორჯომში მცხოვრებლების პოზიციები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. სტუდიის სტუმრებმა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ვიზუალურ მხარეზე ისაუბრეს, გამგებელი არ გამორიცხავს, რომ ძეგლს ფორმა შეუცვალონ, რასაც ძეგლის ავტორი უპრეცედენტო გადაწყვეტილებას უწოდებს. განხორციელდება თუ არა დაგეგმილი ცვლილებები ქალაქში ჯერ ვერ გადაწყდა. მუნიციპალიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას თებერვლის ბოლოს საზოგადოების უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში მიიღებს.