"ფორუმი" - სოფლის მხარდაჭერის განახლებული პროგრამა
08:26 / 05.02.2019
ხელისუფლებამ შეწყვეტილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მიმდინარე
წლიდან განაახლა. სოფლებისთვის გაორმაგებული თანხები გამოიყო.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, მოსახლეობის ჩართულობის
გაზრდაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სოფლის კრებებზე ხალხმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რას
მოხმარდება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები.
ჩაერთო თუ არა ხალხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რა
პრიორიტეტები გამოვლინდა და როგორ ჩატარდა შეხვედრები ბორჯომის
სოფლებში. ამ კითხვებს გადაცემის სტუმრებმა უპასუხეს.
გადაცემის სტუმრები: ბორჯომის მერის მოადგილე - ბუბა ბერიძე, მერის
წარმომადგენელი დვირის თემში - ლაშა კევლიშვილი, მერის წარმომადგენელი
ახალდაბაში - ზურაბ ბლიაძე.
გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა უკეთესი
შედეგისათვის"
პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის
ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
დაფინანსებით.
ვიდეოში ნახავთ, როგორ დაიწყო,
მიმდინარეობდა და დასრულდა პროექტი -
"თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის", რომლის მიზანი იყო
საზოგადოების, მედიიის, თვითმმართველობის ჩართულობით გადაწყვეტილების
მიღების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის გაზრდა. დიალოგის
ხელშეწყობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
პროექტის ფარგლებში
შეიქმნა სამოქალაქო ჩართულობის საბჭო, ბორჯომის ყველა თემის
წარმომადგენლით დაკომპლექტებული.
საბჭოს ჩართულობით,
ხდებოდა მთავარი გამოწვევების გამოვლენა ყველა
თემში.
გაიმართა 30
შეხვედრა ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ჩაიწერა 30 სატელევიზიო
დისკუსია.
დაიწყო პრობლემების
მოგვარება.
პროექტს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის”
მხარდაჭერით და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
დაფინანსებით ახორციელებდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ
რველში, ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა.
შეხვედრები სოფლებში პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა
უკეთესი შედეგისათვის"
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.