"ფორუმი" - ბალანთაში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთაში შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას შორის 4 ოქტომბერს შედგა. ბალანთა ბორჯომიდან 70 კილომეტრით დაშორებული მაღალმთიანი ზონის სოფელია. ე. წ ზედა ზონის ოთხ სოფელს შორის ბალანთა ერთადერთია სადაც ქართველები ცხოვრობენ, დანარჩენი 3 სოფელი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული.
ბალანთის კლუბში შეკრებილი ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა უპასუხეს.

შეხვედრები ბორჯომის სოფლებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" ფარგლებში იმართება, რაც ხელს უწყობს დიალოგს ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის.




ბალანთაში მთავარი პრობლემა სოფლის შიდა გზებია. აქ მცხოვრებლები გზის რეაბილიტაციის ხარისხს იწუნებენ და მის მოასფალტებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, სოფლის შიდა გზები მოიხრეშა, რამაც მანქანებით გადაადგილება კიდევ უფრო გაართულა.




სოფელში, სადაც 35 ოჯახი ცხოვრობს არა აქვთ სასმელი წყალი, დასახლების ნაწილს წყალი საერთოდ არ მიეწოდება, ნაწილი კი ონკანში წამოსულ უხარისხო წყალს სასმელად ვერ იყენებს.
ბალანთაში, სადაც დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, მკაცრი ზამთრის პირობებში გზა იკეტება და სოფელი გარესამყაროს წყდება არ ჰყავთ ექიმი. უგზოობის გამო კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა დანიშნულებიოს ადგილამდე დაგვიანებით მიდის.

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ხელისუფლებამ შეწყვეტილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მიმდინარე
წლიდან განაახლა. სოფლებისთვის გაორმაგებული თანხები გამოიყო.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი
08:26 / 05.02.2019
ხელისუფლებამ შეწყვეტილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მიმდინარე წლიდან განაახლა. სოფლებისთვის გაორმაგებული თანხები გამოიყო. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი






პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ამჯერად
ბორჯომში მცხოვრები დევნილების პრობლემები განვიხილეთ. ბორჯომში
ჩასახლებული დევნილების
10:00 / 04.02.2019
პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ამჯერად ბორჯომში მცხოვრები დევნილების პრობლემები განვიხილეთ. ბორჯომში ჩასახლებული დევნილების






ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის
00:00 / 17.01.2019
ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" პირველი ეტაპი, პროექტის განხორციელებაში ჩართულმა მხარეებმა შეაჯამეს.






ბორჯომში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.
12:28 / 25.11.2018
ბორჯომში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.






ანდეზიტის დასახლებაში ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი 9
ნოემბერს გაიმართა. ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის მერის
მოადგილემ ბუბა ბერიძემ უპასუხა.
15:25 / 17.11.2018
ანდეზიტის დასახლებაში ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი 9 ნოემბერს გაიმართა. ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ უპასუხა.
კვირის პოპულარული
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 1 - 3 °C
img
ახალციხე -2 - 4 °C
img
თბილისი 3 - 12 °C
img
ასპინძა -2 - 7 °C
img
ახალქალაქი -7 - -1 °C
img
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0298
GBP
GBP
1
3.5202
TRY
TRY
1
0.4986
USD
USD
1
2.6810
«« მარტი 2019 »»
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31