"ფორუმი" - ტაძრისში

შეხვედრა ხალხსა და ხელისუფლებას შორის ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაძრისში 21 სექტემბერს გაიმართა. ტაძრისის ცენტრში არსებულ კლუბში ადგილობრივების

შეკითხვებს ბორჯომის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ, მერის წარმომადგენელმა ტაძრისის თემში თამაზ ჩუტკერაშვილმა და საკრებულოს დეპუტატმა ვიოლეტა ბალახაშვილმა უპასუხეს.


შეხვედრები ბორჯომის სოფლებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის"  ფარგლებში  იმართება, რაც ხელს უწყობს დიალოგს ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის.




სოფელში მთავარი გამოწვევა გაზიფიცირებაა. დასახლებაში ბუნებრივი აირის შემოყვანას წლებია ითხოვენ, მაგრამ ამ დრომდე ზამთარშიც და ზაფხულშიც საშეშე მერქანს იყენებენ. რაც კიდევ უფრო ამცირებს სოფლის მიმდებარე ტყეში ბუნებრივ რესურსს




სოფელში შიდა გზების ნაწილი უკვე მოასფალტებულია, თუმცა არის რამდენიმე მონაკვეთი, რომელიც მოსახლეობას გადაადგილებას ურთულებს. ადგილობრივები საშეშე მერქნის ლიმიტის გაზრდას ითხოვენ და ამ მოთხოვნას მკაცრი ზამთრის პირობებში სათბობი შეშის უკმარისობით ხსნიან.

ავარიულია სოფლის ბიბლიოთეკის შენობა, დასახლების კლუბს კი სადაც ბავშვები სხვადასხვა წრეებზე დადიან სველი წერტილი არ აქვს.

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=en8lA0TSIC0



 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ვიდეოში ნახავთ, როგორ დაიწყო,
მიმდინარეობდა და 
დასრულდა პროექტი -
09:22 / 31.07.2019
ვიდეოში ნახავთ, როგორ დაიწყო, მიმდინარეობდა და დასრულდა პროექტი - "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის", რომლის მიზანი იყო საზოგადოების, მედიიის, თვითმმართველობის ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის გაზრდა. დიალოგის ხელშეწყობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის.

  • პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო ჩართულობის საბჭო, ბორჯომის ყველა თემის წარმომადგენლით დაკომპლექტებული.
  • საბჭოს ჩართულობით, ხდებოდა მთავარი გამოწვევების გამოვლენა ყველა თემში.
  • გაიმართა 30 შეხვედრა ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ჩაიწერა 30 სატელევიზიო დისკუსია.
  • დაიწყო პრობლემების მოგვარება.

პროექტს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებდა.




{{VIDEO}}
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ
რველში, ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა.
შეხვედრები სოფლებში პროექტის ფარგლებში 
11:27 / 23.07.2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ რველში, ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა. შეხვედრები სოფლებში პროექტის ფარგლებში  "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის"
დიალოგი ხალხსა და ხელისუფლებას
შორის ამჯერად სოფელ ზანავში გაიმართა. ზანავი ბორჯომის სოფელია
130-მდე კომლით.
14:20 / 13.07.2019
დიალოგი ხალხსა და ხელისუფლებას შორის ამჯერად სოფელ ზანავში გაიმართა. ზანავი ბორჯომის სოფელია 130-მდე კომლით.
ბეშეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთი პატარა სოფელია.
დასახლებამ სოფლის სტატუსი რამდენიმე წელია მოიპოვა. სოფელ
კორტანეთიდან ბეშეთში ისე შედიხართ,
13:06 / 01.07.2019
ბეშეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთი პატარა სოფელია. დასახლებამ სოფლის სტატუსი რამდენიმე წელია მოიპოვა. სოფელ კორტანეთიდან ბეშეთში ისე შედიხართ,
„ფორუმში“ ამჯერად ბორჯომის
მაღალმთიანი სოფლის, მოლითის, მთავარი გამოწვევები განვიხილეთ.
18:56 / 18.06.2019
„ფორუმში“ ამჯერად ბორჯომის მაღალმთიანი სოფლის, მოლითის, მთავარი გამოწვევები განვიხილეთ.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.