არჩილ თალაკვაძემ ძალადობის წინააღმდეგ შსს-ს მუშაობა შეაჯამა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს - დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაწეული სამუშაო და შედეგები შეაჯამეს. შს მინისტრის მოადგილემ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს სამინისტროს მიერ 2014 წელს დაწყებული პროგრამა გააცნო. პროგრამის ფარგლებში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობასთან 2100-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა; ჩატარდა მედია-კამპანია ოჯახში ძალადობის საკითხებზე; შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსდა ინტერაქტიული რუკა და ანგარიშები, რომელიც ძალადობის ფაქტებზე რეაგირების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა; პოლიციელებმა სპეციალური გადამზადება გაიარეს და 500-მდე პოლიციელი ქალი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაში ჩაერთო; საქართველოს ხელისუფლებამ ამ კუთხით კანონმდებლობა შეცვალა და გაამკაცრა.

პროგრამის განხორციელების შედეგად, 2015 წელს მოძალადეთა დევნის მაჩვენებელი 40%-დან 90%-მდე გაუმჯობესდა, შემაკავებელი ორდერების გაცემის მაჩვენებელი კი წელიწადში 227-დან 2598-მდე გაიზარდა. ასევე, ორჯერ გაიზარდა ოჯახში მომხდარი დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელიც.

2016 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უკვე მეორე, ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ადრეული ქორწინების წინააღმდეგაც ითვალისწინებს.

დუბრავკა სიმონოვიჩი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. მან 2016 წლის ივნისში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიაზე საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა წარადგინოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.