ძლიერი თოვა და ქარბუქი - საქართველოში ამინდი უარესდება
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი,
მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 14 დეკემბერს
დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის
სახით.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან
ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო
ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის,
ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო
შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.