საქართველოში გამოიდარებს, დღის საათებში შედარებით დათბება
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს
ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსია
მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან
შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18
გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.