"გარემოს ეროვნული სააგენტო" მოსახლეობას ამინდის შესახებ აფრთხილებს
22 ოქტომბრამდე დასავლეთ
საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის
მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი.
შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული
ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის
დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,
ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.