სუსანა აკოფიანი ბორჯომის მაღალმთიანი სოფლების ექთანია, მაგრამ
ექიმის ფუნქციას ითავსებს, თანაც ყველა პროფილის.
მას შემდეგ რაც ექთნის დიპლომი აიღო, სწავლის გაგრძელება უნდოდა,
მის ნაცვლად მამამ გადაწყვიტა, რომ სოფელში უნდა დაბრუნებულიყო და
მიღებული განათლება საკმარისი იყო. სუსანაც დაემორჩილა და მას შემდეგ
მშობლიური ტაბაწყური აღარ დაუტოვებია.
რამდენიმე ათეული წელია, სუსანას იმედადაა ბორჯომის ოთხი სოფელი.
მკურნალი პაციენტებს საკუთარ სახლში ღებულობს, დღის და ღამის
ნებისმიერ დროს. საკუთარი ოჯახი არ აქვს, მისი მთელი დრო და ენერგია,
ოთხი სოფლის პაციენტებზე ნაწილდება.
მაშინ, როცა დიდთოვლობის გამო სოფლებამდე მისასვლელი მთავარი გზა
იკეტება და მანქანით გადაადგილება შეუძლებელია, სუსანა პაციენტებთან
ცხენით დადის.
სოფელ ქვაბისხევში მცხოვრებ 11 ოჯახს ენერგოეფექტური შეშის ღუმელები
და მზის ჰელიო სისტემაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები გადაეცა.
სოფელში ბუნებრივი გაზი არ არის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.