ტაბაწყური ორმაგ იზოლაციაში
ზღვის დონიდან 1991 მეტრზე, ტბის პირას გაშენებულ სოფელში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. ყოველ ზამთარს ტაბაწყური იზოლაციაში ექცევა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ნაწილთან, ბოროჯომიდან მიმავალი გზა იკეტება და იქ აღწევა მხოლოდ შემოვლითი გზით, ახალქალაქიდანაა შესაძლებელი. ამას კი გაცილებით მეტი დრო მიაქვს. მიმდინარე წლის ზამთარში ადგილობრივებს პანდემიური იზოლაციაც დაემატა. ეთნიკურად სომეხი ოჯახებიდან მამაკაცები სამუშაოდ რუსეთში დადიან. ამჯერად კი ტაბაწყურში დარჩენა მოუწიათ და ოჯახებსაც სოციალურადაც გაუჭირდათ. სხვების მსგავსად, სოფელში დარჩა 34 წლის რუდიკ ხაჩატურიანი.

„სიმართლე რომ გითხრათ ახალგაზრდების 95% ირჩენდა თავს მოსკოვში წასვლით. მე დავდიოდი 2013 წლიდან 2019 წლამდე. კარგად ვარჩენდი ოჯახს, მაგრამ ახლა დაიკეტა გზები, რა უნდა გავაკეთოთ?

ძალიან რთულია, მაგრამ რას ვიზამთ, როდესაც ოჯახს უნდა შენი გვერდში დგომა უნდა წახვიდე. საზღვრების გახსნას ველოდებით, ახლა არ ვიცი გაიხსნა, ზოგს უშვებენ, ზოგს არ უშვებენ, თან ბილეთი ისეთი ძვირია, რომ 3000-4000 ლარი უნდა გქონდეს, რომ წახვიდე მოსკოვში, 4000 ლარი რომ მქონდეს რა მინდა მოსკოვში. ხბოს ვიყიდი რვა ცალს. შევინახავდი და ვიცხოვრებდი კარგად“
, - გვიამბობს ჩაკეტილ სოფელში დარჩენილი რუდიკ ხაჩატურიანი.





ტაბაწყური მკაცრი კლიმატის და დიდთოვლობის გამო, შემოდგომიდან გაზაფხულამდე იკეტება. იქ მცხოვრები ქალები შვილებს ზრდიან, ოთხფეხა პირუტყვს და კარმიდამოს უვლიან და ზამთრობით სამუშაოდ წასულ ქმრებს ან შვილებს ერთი თვით ელოდებიან. კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ტაბაწყურში აქვთ უმოქმედო ამბულატორია. ექიმს იქ თითქმის ვერასდროს ხედავენ. სოფლის ექთანი ერთადერთია ვინც გასულ წელს თანასოფლელებს მკურნალობდა. სუსანა აკოფიანი ამტკიცებს, რომ ადგილობრივებმა კორონავირუსი 2020 წლის გაზაფხულზე გადაიტანეს.

„არავინ არ ჩამოსულა აქ, არ გაკეთებულა არასდროს არანაირი ტესტირება, მარტო ამ ბოლო ხანებში იყვნენ ჩამოსულები ბორჯომიდან, „ჯეო ჰოსპიტალიდან“, გაუკეთეს ტესტირება მასწავლებლებს. იციან, რომ გადაიტანეს ვირუსი, მაგრამ ტესტირება არ არის გაკეთებული, ისე ყველამ იცოდნენ რომ ნაღდი კორონავირუსი იყო“, - გვიყვება სოფლის ექთანი.



პირდაპირ თუ ირიბად, კორონავირუსის პანდემია შეეხო ტაბაწყურში მცხოვრებ ყველა ოჯახს. თუ ერთ ოჯახში ხანდაზმულმა იავადმყოფა და მედიკამენტების შეძენა გაუჭირდათ, მეორეში სასწრაფო დახმარების დროულად მისვლა გახდა პრობლემა. ოჯახების უმეტესობამ შემოსავალი დაკარგა, შემოსავალთან ერთად მშვიდი ცხოვრებაც.

სამი შვილის დედა ვენერა მარტიროსიანი გვიყვება, რომ ჯანმრთელობის და სოციალური პრობლემების მიუხედავად სახელმწიფოსგან ვერანაირ დახმარებას ვერ იღებს.

"ორი წელია უკვე წამლებს ვსვამ, საავადმყოფოში ვერ დავდივარ უფულობის გამო. ძვირია, საიდან 1000 ლარი ერთ თვეში, რომ წავიდეთ და ვიმკურნალო? არც ერთი დახმარება, არც ერთი. მე საქართველოდან ერთი გროშითაც არავინ დამხმარებია“.

დოკუმენტურ ფილმში ჩვენ გიამბობთ ორმაგ იზოლაციაში მოხვედრილი სოფლის მოსახლეობის ყოველდღიურობის შესახებ, მათი იმედისა თუ უიმედობის ამბავს.




Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
10 წლის წინ, პირველად იჯომარდა
როგორც მოყვარულმა, შემდეგ კი ოცნებად ექცა სპორტის ამ სახეობაში
მოხვედრა და თავის დამკვიდრება.
12:30 / 06.07.2023
10 წლის წინ, პირველად იჯომარდა როგორც მოყვარულმა, შემდეგ კი ოცნებად ექცა სპორტის ამ სახეობაში მოხვედრა და თავის დამკვიდრება.
სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და
ინტერესების მქონე ადამიანები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. მათი
მთავარი მიზანი, ტყის ხანძრების პრევენციაა.
19:19 / 16.02.2021
სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და ინტერესების მქონე ადამიანები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. მათი მთავარი მიზანი, ტყის ხანძრების პრევენციაა.
გამშვები პუნქტი
18:03 / 15.09.2020
გამშვები პუნქტი "დარიალის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტის დროს ორი ადამიანი მოკლეს.
სოფელ ქვაბისხევში მცხოვრებ 11 ოჯახს ენერგოეფექტური შეშის ღუმელები
და მზის ჰელიო სისტემაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები გადაეცა.
სოფელში ბუნებრივი გაზი არ არის.
12:47 / 11.02.2020
სოფელ ქვაბისხევში მცხოვრებ 11 ოჯახს ენერგოეფექტური შეშის ღუმელები და მზის ჰელიო სისტემაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები გადაეცა. სოფელში ბუნებრივი გაზი არ არის.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.