საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 92 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 92 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი,
- ამის შესახებ ინფორმაციას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 241 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 708 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 261
კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 447 PCR ტესტით.