იმუნიზაციის საბჭოზე ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთებაზე იმსჯელებენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომზადებულია
კვლევა,
რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთებას ეხება. აღნიშნული საკითხზე
იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს.
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, მეოთხე დოზა, იგივე მეორე
„ბუსტერი“, მალე შესაძლოა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სერიოზული ანალიზი
გააკეთა მეოთხე დოზასთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ მალე
შედგება იმუნიზაციის საბჭო. ეს იმუნიზაციის საბჭოს გადასაწყვეტია ვის,
როგორ, რამდენი ხნის შემდეგ უნდა გაუკეთდეს მეოთხე დოზა, ანუ მეორე
„ბუსტერი“. ამაზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას
მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი რეკომენდაციები
აქვს, რასაც იმუნიზაციის საბჭოზე გავაჟღერებთ“, - აცხადებს
იგი.