საქართველოში კორონავირუსით კიდევ 77 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 4 563 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 771 381-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 739 პირი
ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ნოემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
9.98% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.19%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 744 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 705 312.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 563 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 832 შემთხვევა, აჭარა - 133, იმერეთი - 711,
ქვემო ქართლი - 362, შიდა ქართლი - 423, გურია - 84, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 311, კახეთი - 448, მცხეთა-მთიანეთი - 118, სამცხე-ჯავახეთი
- 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
1 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 47 149 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე
სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში
იმყოფება 43 894 ადამიანი.