ქვეყანაში კოვიდვაქცინით სრულად აცრილია 938 134 ადამიანი
საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან
დღემდე ჩატარებული აცრების საერთო რაოდენობა
1 974 521-ს შეადგენს.
სრულად აცრილია 938 134 ადამიანი
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში
სამცხე-ჯავახეთში მინიმუმ ერთი დოზით აცრილი, აცრილია 19525
ადამიანი.
ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპმა იკლო, ამიტომ რეგიონებში
მიმდინარეობს ვაქცინაციის მარათონი.
მარათონის ფარგლებში ამირანგამყრელიძე სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა:
“ჩვენი ვიზიტის მიზანია მარათონის ფარგლებში მოსახლეობასთან
კომუნიკაცია და მეტი კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან,სოფლის
ექიმებთან,რწმუნებულებთან,რადგან მათ სერიოზული როლი უნდა ითამაშონ
აცრის მოწოდებისკენ. ნინოწმინდაში ვაქცინირებულია 15%, უნდა მივაღწიოთ
60%-ს” - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა.