covid-19
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 023 ახალი დადასტურებული შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 023 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 510 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 335 029-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 951 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 546 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 90,
ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 30, გურია - 34, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 108, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი -
10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 422
საიდანაც: 3 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 731 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი,
635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 454 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 7 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 833 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 062
ადამიანი.
გააზიარეთ :