covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 307 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 349 405-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 014 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 334 519-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 934 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 307 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა - 31,
იმერეთი - 21, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 3, გურია - 3,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28 კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7,
სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 926,
საიდანაც: 3 428 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 752 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 202 პირი,
627 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 871 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 6 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 832 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462
ადამიანი.
გააზიარეთ :