covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსს ჯამში 4 876 პირი ემსხვერპლა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 779 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 347 762-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 959 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 331 680-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 876 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 779 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 401 შემთხვევა, აჭარა - 69,
იმერეთი - 66, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 24, გურია - 15,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 20,
სამცხე-ჯავახეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 180,
საიდანაც: 3 516 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
მძიმე პაციენტია 776 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207
პირი, 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 045 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე
სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 3 ივნისის
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 24 812 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 592
ადამიანი.
გააზიარეთ :