წვიმა, სეტყვა, ელჭექი" - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი,
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური
გაძლიერება.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა
საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო
გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).