მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა - საქართველოში ამინდი იცვლება
4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6
სექტემბერის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით
წვიმა,
ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი,
სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია
წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
(საფრთხის დონე საშუალო).
განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.