უკანონო სახერხი საამქროები ბორჯომში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის
რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქროს
ფუნქციონირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშეთსა და ვაშლოვანაში, მოქალაქეებს
ნ.გ-სა და ხ.ზ-ს მოწყობილი ჰქონდათ სახერხი საამქროები, რომლებიც არ
არის რეგისტრირებული მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ
სისტემაში. ასევე ერთ-ერთ სახერხ დანადგარზე განთავსებული იყო
უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები.
სახერხი დანადგარები დაილუქა და გადატანილია ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოში.
შედგა შესაბამისი აქტები.