ახალი ამბები
სამუშაო შეხვედრა - „ველური ბუნების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“
გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ველური ბუნების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერება" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მიმართა.

ველური ბუნების მდგრადი მართვის მიმართულებით ტექნიკური დახმარების გაწევის თაობაზე გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციას სამინისტრომ გასულ წელს მიმართა, რის საფუძველზეც შემუშავდა და შეთანხმდა ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ველური ბუნების რესურსების მართვის თანამედროვე სისტემის განვითარებას, ველური ბუნების რესურსების შესახებ არსებული ინფორმაციის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას, ასევე, დაგეგმვისა და ანგარიშგების მიზნებისთვის მათ გამოყენებას.

სამუშაო შეხვედრაზე ექსპერტების მიერ განსახილველად წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შემუშავებული პირველი დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც მდგრადი ნადირობის რეგულირების საკითხებს ეხება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.