ბრაკონიერების მიერ დაჭრილი შველის გადარჩენა ვერ მოხერხდა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაჭრილ შველს,
ვეტერინარმა სამედიცინო დახმარება გაუწია, თუმცა შველის
გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, ბრაკონიერობის
შემთხვევა გუშინ, ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის პირველ
ნახევარში დაფიქსირდა. დაჭრილი შველი, ნაკრძალის უფროსმა რეინჯერმა -
რევაზ ქიმაძემ იპოვნა. მისი განცხადებით, ის ტყეში სავალდებულო
შემოწმებას ახორციელებდა, რა დროსაც ორი ბრაკონიერის კვალი შენიშნა.
ქიმაძის განმარტებით, შველი ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი.