საქართველოში გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
18 მაისამდე საქართველოში
შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი
ამინდი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან
რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური,
დედოფლისწყარო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან
შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17
გრადუსი დაფიქსირდება.
მაღალმთიან რეგიონებში
(ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო):
ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მაისს
გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია
მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი
იქნება.