სახერხი საამქროებისთვის ახალი რეგულაციები 1 თებერვლიდან ამოქმედდება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ
გავრცელებული ინფორმაციით ახალი რეგულაცია 2017 წლის 1
თებერვლიდან ამოქმედდება.
მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების საამქროების მიერ
ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში სახერხ საამქროებში მიღებული მორის
აღრიცხვა/გადამუშავების პროცესების მართვას, ორი ახალი - პროდუქტისა
და ნარჩენის მოდული დაემატა.სახერხი საამქროს ელექტრონულ ჟურნალში
პროდუქტის მოდულში, მეწარმე ასახავს რა პროდუქტი მიიღო გადამუშავებული
ხე-ტყიდან, ასევე ელექტრონული ცნობის საფუძველზე დააფიქსირებს სახერხი
საამქროდან პროდუქტის გატანას.სამინისტროს განცხადებით,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ცხელი ხაზის 153-ის და
ელექტრონული ფოსტა
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
-ის გამოყენებით, ხელს შეუწყობს მეწარმეებს რეგულაციების ათვისებაში.