ბილიკის
გახსნასთან დაკავშირებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა
ცენტრში აქტივობა მოეწყო. ბორჯომის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა
მეორადი მოხმარების მასალებისგან ნივთები
დაამზადეს.
უახლოეს დღეებში მოხდება ნამუშევრების
ელექტრონული მისალოცი ბარათების სახით დონორებთან და დაცული
ტერიტორიების სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებთან
გადაგზავნა.
ბუნების შემეცნებითი ბილიკი ძირითადად
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელებისთვის და სკოლის
მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. ბილიკზე მოეწყო საპიკნიკე,
დასასვენებელი ადგილები და ამფითეატრი. ბილიკის გასწვრივ
განთავსებულია საინტერპრეტაციო დაფები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას
დაცული ტერიტორიების, ფლორის, ფაუნის, ბიომრავალფეროვნების, ასევე
ქცევის წესების შესახებ. ბილიკზე განთავსებულია ინტერაქტიული
ინსტალაციები მცენარეების და ცხოველების შესახებ,ასევე შემეცნებითი
ბილიკი. ბილიკის გასწვრივ არის ასევე სასკოლო დაფები ეკო-გაკვეთილის
ჩასატარებლად.
აღნიშნული ბილიკის რეკონსტრუქცია მოხდა კავკასიის ბუნების ფონდის
(CNF) –ის ფინანსური დახმარებით.