ტურიზმი
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
2022 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ზრდა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

წელს, 8 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 675 079 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 63 % - ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ვიზიტორთა შორის 49% საქართველოს, ხოლო 51% სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს 2019 წელს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 4 დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის მონაცემებს უკვე გადააჭარბა, მათ შორის, სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე, ნავენახევის მღვიმესა და ჭაჭუნას აღკვეთილში. ჯამში, 2019 წელთან მიმართებაში, ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე აღდგენილია 76%-ით.

ყველაზე პოპულარულ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში, 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია: სათაფლიაში - 38 %-ით, ნავენახევის მღვიმეში - 14%-ით, ხოლო აღდგენილია: მტირალას ეროვნულ პარკში 98 %-ით, თუშეთის ეროვნულ პარკში 99 %-ით, პრომეთეს მღვიმეში 92 % -ით, მარტვილის კანიონზე 82 % -ით, ოკაცეს კანიონზე 71% -ით, ალგეთის ეროვნულ პარკში 72%-ით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებას. მიმდინარე წელს არაერთი ახალი ეკოტურისტული სივრცე გაიხსნა და განახლდა. მათ შორის, გაიხსნა: წალკის კანიონი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე; მოეწყო: ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, არწივის ხეობაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ნინოსხევის ჩანჩქერის ახალი ბილიკი, მაჭახელას ეროვნულ პარკში ახალი საგამოფენო სივრცე, მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და სხვა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.