საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავენ
01 / მარტი 2022
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავენ
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი 2 მარტისთვის არის დაგეგმილი
01 / მარტი 2022
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი 2 მარტისთვის არის დაგეგმილი
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი 2 მარტისთვის არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია
01 / მარტი 2022
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია.
ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრის შენობაზე უკრაინის და საქართველოს დროშა გადმოფინეს
01 / მარტი 2022
ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრის შენობაზე უკრაინის და საქართველოს დროშა გადმოფინეს
ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრის შენობაზე უკრაინის და საქართველოს დროშები გადმოფინეს.
სამედიცინო ცენტრი ამ ფორმით აპროტესტებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, და სოლიდარობას უცხადებს მას.

უკრაინა ევროკავშირის დახმარების ფარგლებში 70 სამხედრო თვითმფრინავს მიიღებს
01 / მარტი 2022
უკრაინა ევროკავშირის დახმარების ფარგლებში 70 სამხედრო თვითმფრინავს მიიღებს
უკრაინის შეიარაღებული ძალები ევროკავშირის დახმარების ფარგლებში 70 სამხედრო თვითმფრინავს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით ახტირკაში რუსულმა ძალებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 70 მებრძოლი
01 / მარტი 2022
უკრაინული მედიის ინფორმაციით ახტირკაში რუსულმა ძალებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 70 მებრძოლი
სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 70 მებრძოლი,
კუნძულ ზმეინიზე  უკრაინელი მესაზღვრეები ცოცხლები არიან
28 / თებერვალი 2022
კუნძულ ზმეინიზე უკრაინელი მესაზღვრეები ცოცხლები არიან
უკრაინელი მესაზღვრეები, რომლებიც რუს ოკუპანტებს კუნძულ ზმეინიზე ებრძოდნენ, ცოცხლები არიან, თუმცა ტყვეობაში იმყოფებიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო საზღვაო ძალები ავრცელებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ბორჯომთან დამეგობრებული უკრაინული ქალაქ პოლტავისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს (R)
28 / თებერვალი 2022
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ბორჯომთან დამეგობრებული უკრაინული ქალაქ პოლტავისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს (R)
დღეს უკრაინა და ქალაქი პოლტავა განსაცდელის წინაშე დგანან და მათ ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ.
„თავისუფლება უკრაინას“- ახალციხეში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
28 / თებერვალი 2022
„თავისუფლება უკრაინას“- ახალციხეში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
„თავისუფლება უკრაინას“ - ამ სლოგანით ახალციხეში, ადმინისტრაციულ შენობასთან საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, აქცია-პერფორმანსი გამართეს.

დეპუტატებმა უკრაინის დროშა მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოკიდეს და მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა ასე გამოუცხადეს. თვითმმართველობამ „ნაციონალებს“ ცენტრალურ ფასადზე დროშის გადმოფენის უფლება არ მისცა, ამიტომ დეპუტატებმა უკრაინის ეროვნული სიმბოლიკა შენობის უკანა ფანჯრებიდან გადმოკიდეს და შესასვლელთან გაშალეს.

დეპუტატების თქმით, ისინი არ ეთანხმებიან საქართველოს ხელისუფლების ნეიტრალურ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მსგავსი სახის აქცია საქართველოს თითქმის ყველა ქალაქის საკრებულოს შენობაში გაიმართა.

ადმინისტრაციული შენობის შემდეგ, უკრაინის დროშა ახალციხის ციხიდან გადმოფინეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კომპლექსის უმაღლესი წერტილიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ობიექტს სოლიდარობა გამოუცხადეს. საკრებულოს დეპუტატების თქმით, ახლა ოკუპანტი რუსეთი ეომება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს.


წყარო: tv9news.ge



 უკრაინაში საქართველოდან 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
28 / თებერვალი 2022
უკრაინაში საქართველოდან 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაიგზავნა.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.