"რთულად მისადგომ რელიეფზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები" - საგანგებო
14:59 / 25.08.2022
ბორჯომის ხეობაში, ხანძრის
სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის
პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და
თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.
უწყების ცნობით, რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის
მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის
კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები.
სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად,
აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა
დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
შსს-ს ინფორმაციით, ხორციელდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო
საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ
პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. უწყების ინფორმაციაში
აღნიშნულია, რომ მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო
სამუშაოებისა, არც ერთი მეხანძრე-მაშველი და ხანძრის ქრობაში მონაწილე
უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.