ხანძრის ქრობის პროცესში რეზერვისტები ერთვებიან
სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული ჩაერთო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის ცეცხლის კერების შეკავება, ასევე პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირებაა.


102-ე ბატალიონის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სპეციალური სწავლება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიელი სამხედროების, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით აქვთ გავლილი. ასეული დანიური მხარის მიერ გადაცემული კრიზისებზე რეაგირების ინვენტარითაცაა აღჭურვიული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.