,,ტყეში ხანძრის სამი ძირითადი კერაა''-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად ტყეში ხანძრის სამი ძირითადი კერაა. ასევე მეხანძრე-მაშველებმა გარკვეულ ტერიტორიაზე  ხანძრის გავრცელების ზოგიერთ სექტორში სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და პოზიციის შენარჩუნება მიმდინარეობს.

"ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტერიტორია პირობითად სამ სექტორად გვაქვს დაყოფილი. ზოგიერთ სექტორში სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და პოზიციის შენარჩუნება მიმდინარეობს, თუმცა გვაქვს ცხელი წერტილები, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ათასზე მეტი ადამიანი, ეს არის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები და ასე ერთობლივად ვუმკლავდებით", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმ.

შეგახსენებთ, რომ ხეობაში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ასევე ჩართულია ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენები. ბორჯომში ხანძარს უკვე მეხუთე დღეა ებრძვიან

ფოტო: ეკა საყვარელიძე


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.