ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ
12:10 / 22.08.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან
აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად
განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
ადგილზე მობილიზებულია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის
31 ერთეული სპეციალური და პირადი შემადგებლობის გადაასადგილებელი
ავტოტექნიკა, მათ შორის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა "MTLB"
(ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი
გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს
აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც
შეუერთდნენ. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის
მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე
გაეცნო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების
მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს,
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების
თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის
სამუშაოებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.