'' ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია''-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
08:31 / 22.08.2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას
ავრცელებს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის
ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც
ჩართული იყო 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.
ხანძრის ქრობა დილიდან განაახლა სასაზღვრო პოლიციის ოთხმა
ვერტმფრენმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო
ავტოტექნიკა.
ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება
მოხსნილია.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის
წარმომადგენლები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა,
ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლები.
ადგილზე შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი
ხელმძღვანელობენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.