ბორჯომში ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი
ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი
კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო
მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის
ძალები ჩაერთნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ მთავრობის
მეთაურმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა.