ბორჯომში თავდაცვის მინისტრი ჩამოვიდა
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ
ბურჭულაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა, სადაც ტყის მასივში
გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ადგილზე
ეცნობა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის
ქრობის სამუშაოები გაძლიერებული ძალებით ხორციელდება.
ცეცხლის ქრობის ამოცანები განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. დამატებით მობილიზებულია
30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე
მეხანძრე-მაშველი.
ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი.